en
ge

საგრანტო კონკურსი საზღვრისპირა რეგიონებში

სამცხე–ჯავახეთი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის შესაძლებლობათა გაძლიერების ექსპერტი ლორენცო ნავა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და საგრანტო კონკურსის შესახებ ესაუბრა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, საქართველოსა და სომხეთის ხუთ რეგიონში ხორციელდება: სამცხე–ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შირაქში, ლორში და ტავუში.პროგრამაში, რომელსაც საქართველო და სომხეთი ერთად განახორციელებს, ორი ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საგრანტო კონკურსში გამარჯვებული რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩევა: რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე ბიზნესის, ახალგაზრდული საქმიანობის, ტურიზმისა და კულტურული სფეროების ხელშეწყობა. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 3 თებერვალია. გამარჯვებული 2015 წლის მაისში გამოვლინდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)