კახეთი. ფონდ „ტრამის" (TRAM) ორგანიზებით, თელავში გაიმართა კონფერენცია - ,,ახალი საჯარო სივრცეები''. კონფერენციის ფარგლებში საკუთარი პრეზენტაცია ფონდმა „სალონმა" (პოლონეთი), „თანამედროვე ხელოვნების სივრცემ" (ბათუმი) და ორგანიზაციამ „არტ თრეველმა" (უკრაინა) წარადგინეს.კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით როგორ თანამშრომლობენ სხვა ინსტიტუციებთან, საჯარო სტრუქტურებთან და ბიზნეს სექტორთან:,,ვფიქრობ, დამსწრე საზოგადოება მიიღებს გამოცდილებას და ინფორმაციას, დაფიქრდებიან ახალი საჯარო სივრცეების მოძიებაზე და კრეატიული იდეების განხორციელებაზე'',- განაცხადა „ტრამის" ხელმძღვანელმა ანა რიაბოშენკომ.ბათუმში მდებარე „თანამედროვე ხელოვნების სივრცის" პირა–მენეჯერმა ლაშა ფალავანდიშვილმა თელაველებს გაუზიარა თუ როგორ შეიქმნა ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე. „შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ თელავში არის აუთვისებელი სივრცეები, შესაბამისად, საზოგადოებას აქვს საშუალება იმსჯელოს იდეებზე და ქალაქში გაჩნდეს ახალი სივრცეები, რაც კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს", აცხადებს ლაშა ფალავანდიშვილი.