გურია. ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. კითხვები შეეხებოდა ქალაქის ინფრასტრუქტურას, მის კეთილმოწყობას, იერსახის, ტროტუარების, ქუჩების, პანდუსების მოწესრიგებას, ასევე, აქტუალური იყო წყალმომარაგებისა და გარევაჭრობის თემა. მოსწავლეებმა განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება სკოლებში სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ევალება მერს ჩაერთოს წყლის ხარისხის შემოწმებაში.