თბილისი. 13 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ" გამართა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საერთაოშორისო ორგანიზაციების, ეთნიკურ უმცირესობათა თემებისა და მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაციის ფარგლებში მიმოიხილეს სამონიტორინგო მისიის რეალიზების პროცესში ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში შემავალ რიგ საარჩევნო ოლქებში გამოვლენილი ტენდენციები და მიგნებები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში