en
ge

„სატელევიზიო რეკლამის ჭრების ლიმიტების შეცვლაზე მსჯელობა დაიწყო“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ბლოგ-პოსტი - „სატელევიზიო რეკლამის ჭრების ლიმიტების შეცვლაზე მსჯელობა დაიწყო" - გამოაქვეყნა. „12 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მაუწყებლები, რეკლამის განმათავსებლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო.პროექტის ავტორი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა. ცვლილებები შეეხება სატელევიზიო რეკლამის ჭრების დროის შემცირებას, ე.წ. "პროდაქთ პლეისმენტს", სპონსორობას და სხვა აქტუალურ საკითხებს, რომელთა იმპლემენტაცია არსებითად შეცვლის მარეგულირებელ კანონმდებლობას და საქართველოს მედია გარემოს. ვფიქრობთ, რომ საკითხი საკმაოდ პრობლემურია და საჭიროა, საპარლამენტო მოსმენების დაწყებამდე ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)