en
ge

შშმ პირების პრობლემების მოგვარებაში მერია ჩაერთვება

სამცხე–ჯავახეთი. 12 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების „ყველა ყველასთვის" და „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" წარმომადგენლები ქალაქ ახალციხის მერიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემებზე ისაუბრეს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და ადგილობრივ 2015 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი სერვისები – ეს შეხვედრის დროს განხილული ძირითადი საკითხები იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას შშმ პირების ადაპტაციისათვის აუცილებელი პირობების შექმნისკენ მოუწოდეს და ამ კუთხით მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
მერიის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ახალციხის მერია ამ საკითზე სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)