en
ge

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“ - განცხადება

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის" განცხადებას ავრცელებს. „ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ, ე.წ. „კრიმინალურ ქრონიკებში" გავრცელდა ინფორმაცია ბავშვთა მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა ისეთი სახის მინიშნებებს, რომლის შედეგად შესაძლებელი იყო ძალადობის მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიცირება. „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის" მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებს, ზოგადად ჟურნალისტებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ესეთ სენსიტიურ საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებას, დაიცვან ბავშვთა კონფიდენციალობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მეორადი ვიქტიმიზაცია.ამასთანავე კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიოს შესაბამის საინფორმაციო სააგენტოებს, რათა მომავალში უკეთ იყოს დაცული ბავშვთა უფლებები ესეთი სახის შეცდომებისგან”, ნათვამია გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)