თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი საბი ბერიანის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მიგვაჩნია, რომ დეტალები, რომელიც მკვლელობასთან დაკავშირებით იკვეთება, დანაშაულს კიდევ უფრო ამძიმებს. დაუშვებელია, 21-ე საუკუნის საქართველოში ხდებოდეს ადამიანების დევნა, შევიწროვება და მათი სიცოცხლის ხელყოფა იდენტობის ნიადაგზე. ლგბტ თემის წარმომადგენელთა დისკრიმინაცია არღვევს არა მარტო ადამიანის უფლებებს, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირეულ პრინციპებს და საქართველოს კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიების პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად. ასევე ვთხოვთ მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი შემთხვევების გაშუქებას და არ დაუშვან სიძულვილის ენის გამოყენება!", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში