კახეთი. თელავში საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონის’’ ორგანიზებით, პროექტის - ,,აღმოვფხვრათ ხარვეზები მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად’’ - ანტინარკოტიკული მედია კლუბის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონის’’ თელავის ოფისის ხელმძღვანელის, დავით ღონღაძეს თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო აივ-შიდსთან და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე:,,საქართველოს კანონში" „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” ნარკოტიკად მიიჩნევა მცენარე, ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება, ან მისი შემცველი პრეპარატი. შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრეთ თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ნარკოტიკს პიროვნებაზე. მისი დამაზიანებელი მოქმედება პიროვნებაზე ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში. ვიმსჯელეთ როგორ შეიძლება აღმოვფხვრათ ხარვეზები მოწყვლად ჯგუფებში და საკმაოდ საინტერესო იდეებიც მოვისმინეთ".