ქვემო ქართლი. კამპანიის - ,,თვითმმართველობის დროა" - ფარგლებში ,,სიდა" ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. 14 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. აღნიშნული შეხვედრები გაიმართა პროექტის - „თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა" - ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია ,,სიდა."
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში