en
ge

სამუშაო შეხვედრა საჯარო მოხელეებისთვის

თბილისი. ნატოსა და ევროკავშიის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს თემატურ შეხვედრებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე. 14 ნოემბერს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და ევროკავშირის პროექტ „ენიგმას" ორგანიზებით საჯარო მოხელეებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და მიგრაციის საკითხებს ეხებოდა. ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და პერსპექტივების შესახებ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით სოლომონიამ. სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს გამოცდილება მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რადუ კუკოჩიმ გაუზიარა. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)