en
ge

საინფორმაციო შეხვედრა გორში

შიდა ქართლი. 17 ნოემბერს, გორში, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა" საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.ღონისძიებაზე გაიმართა ვებ-გვერდის - www.ShenMartav.ge - პრეზეტაცია. გვერდი მოქალაქეებს შესაძლებლებას აძლევს თვალი ადევნონ მათ მიერ არჩეული დეპუტატების საპარლამენტო მოღვაწეობას და მიაღწიონ უფრო მეტ ჩართულობას ქვეყნისათვის მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.შეხვედრისას პრეზენტატორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გაუზიარეს მათი სამომავლო გეგმებიც. კერძოდ, ორგანიზაცია აპირებს მსგავსი რესურსი შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვისაც. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია საპილოტე პროექტები განხორციელდეს საქართველოს ოთხ თვითმმართველობაში და მათ შორისაა გორის მერიაც. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის" მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023