კახეთი. თელავში, კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა განვითარების მუშაკებს ტრენინგი - „მოწყვლადობის დონის გაზომვის ინსტრუმენტი” - ჩაუტარდათ.ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ტრენინგი ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ყველა მოქალაქესთვის არის მნიშვნელოვანი:,,აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამუშაოს ძირითად მიზანს წარმოადგენს ინსტრუმენტის შემუშავება იმის დასადგენად, თუ რა წარმოადგენს მოწყვლადობის ძირითად მაჩვენებლებს ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. ამ საქმიანობის მთავარი მიზანია მომსახურებები მაქსიმალურად მოხმარდეს იმ ბავშვებსა და ოჯახებს, რომელთაც ამ კუთხით ყველაზე მეტი საჭიროება აქვთ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.