თბილისი. 17-18-19 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგები მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომუშავე ლიდერებისთვის და აღმზრდელებისთვის - „აღმზრდელობითი კომპეტენციების განვითარება".
ტრენინგს უძღვებოდნენ პოლონელი სპეციალოტები: ტომაშ პოლკოვსკი, აგნეშკა პოლკოვსკა;
სამუშაო შეხვედრის ბოლო დღეს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომუშავე ლიდერებმა გააკეთეს პრეზეტაცია საკუთარი სახლების შესახებ, სადაც კოლეგებმა ფარული კენჭისყრის შედეგად გამოავლინეს საუკეთესო პრეზეტაციები. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები;
პროექტს ახორციელებენ ასოციაციები „ბავშვი და ოჯახი" და „ჩვენი სახლი - პოლონეთი". პროექტის ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში