არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ხატვისა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელი კურსები დასრულდა. სწავლებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაფინანსებით, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" ახორციელებდა. პროგრამებში მონაწილე მსჯავრდებულებმა კურსის დასრულებისას წარმოადგინეს საკუთარი ნახატები და გიტარაზე შეასრულეს რამდენიმე კომპოზიცია, რის შემდეგაც, მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამართველოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთის" წარმომადგენლები, რომლებიც კურირებდნენ კურსების მსვლელობას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში