თბილისი. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით კახეთის რეგიონისა და თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი - „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" - გაიმართა. მასწავლებლებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიმართეს. ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კრისტინა ბალეიშიტემ უამბო. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მასწავლებლებს ევროატლანტიკური საბჭოს აღმასრლებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ესაუბრა.
სემინარის ფარგლებში გაიმართა ღია კარის დღე ჩეხეთის საელჩოში, სადაც ჩეხეთის ელჩმა სტუმრებს ჩეხეთის გამოცდილება გაუზიარა.პროექტის ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს. სემინარი ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიება მიზნად საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგების ინფორმირებას და მათ გააქტიურებას ისახავდა. მსგავსი სემინარები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა გურიის, სვანეთისა და იმერეთის რეგიონის პედაგოგებისთვის უკვე გაიმართა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში