en
ge

„ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტი”

სამეგრელო. ნოემბერში, ორგანიზაციამ  „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი” საზეიმოდ გახსნა „ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტი”. პროექტის მიზანია ზუგდიდსა და მის შემოგარენში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 150 ოჯახის ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და პროფესიული მდგომარეობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბავშვებისათვის გახსნა დღის ცენტრი. გარდა ამისა პროფესიული განათლებისა და სოფლის მეურნეობის პროექტების დაწყებისა და განხორციელების ხელშეწყობით უნდა გაიზარდოს მათი მშობლების დასაქმების შესაძლებლობები.პროექტის პარტნიორები არიან გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო, ”SOS ბავშვთა სოფლის” მსოფლიო ორგანიზაცია, გერმანიის ჰერმან გმაინერის სახელობის ფონდი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023