en
ge

საიას შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან

იმერეთი.  26 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან ხარჯების ანაზღაურების, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოსილების, ადგილობრივი ბიუჯეტის, ქონების გამიჯვნის, საბინაო ფონდის ფართების პრივატიზაციის და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ადმინისტრაციული აქტების გამოცემის საკითხებზე. აგრეთვე, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების მოგვარების და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის სრულყოფის საკითხებზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023