თბილისი. ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საკონსტიტუციო კომისიას საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებთან და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.„გვსურს მივმართოთ საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, დაიწყონ მსჯელობა სისტემური საარჩევნო ცვლილებების განხორციელების თაობაზე. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დონეზე დაიწყოს საარჩევნო სისტემის რეფორმირება და ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღება, რომელიც გადაჭრის მოქმედი სისტემით არსებულ პრობლემებს, კერძოდ, უკეთ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას, მინიმუმამდე შეამცირებს ამომრჩეველთა დაკარგული ხმების ოდენობას, ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის წახალისებას, გაზრდის ამომრჩეველთა ნდობას და უზრუნველყოფს მცირე პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge