en
ge

ტუნისის რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრად გაეროს ბავშვთა ფონდში

24-28 ნოემბერს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით სტუმრად იმყოფება ტუნისის რესპუბლიკის დელეგაცია. ვიზიტის მიზანია საქართველოში ბავშვზე ზრუნვის რეფორმის გაცნობა და გამოცდილების გათვალისწინება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მოინახულეს ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმები, როგორებიცაა მცირე საოჯახო სახლი, დღის ცენტრი, მინდობითი აღზრდა და მოისმინეს რეფორმის შედეგად მიღწეული შედეგები. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ტუნისის რესპუბლიკის ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის სამინისტროების, სასამართლო სისტემის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუნისეფის ტუნისის ოფისის წარმომადგენლები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)