en
ge

სემინარი: „ოჯახში ძალადობა“

იმერეთი. 27 ნოემბერს საიას ქუთაისის ფილიალმა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიის ფარგლებში, ქ. ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმში ამავე სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებისათვის და მათი მშობლებისათვის ჩაატარა საინფორმაციო ხასიათის სემინარი თემაზე „ოჯახში ძალადობა". მოსწავლეებს და მოსწავლეთა მშობლებს საიას ქუთაისის ფილიალის იურისტმა ესაუბრა ოჯახში ძალადობის ცნებაზე, ოჯახში ძალადობის ფორმებზე, ოჯახში ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მექანიზმებზე, ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის სპეციფიკურ ღონისძიებებზე, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სამართალწარმოების თავისებურებებზე და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებებზე.
სემინარი საინტერესოდ წარიმართა. სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ დისკუსია და მიეღოთ ამომწურავი პასუსები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
წყარო: ორგანიზაციის ფილიალის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)