en
ge

დისკუსია: სამოქალაქო აქტივიზმი

აჭარა. 26 ნოემბერს, ბათუმის პრესკაფეში, „თავისუფალ ჟურნალისთა სახლის" ორგანიზებით დისკუსია გაიმართა - სამოქალაქო აქტივობისადმი სტუდენტების დამოკიდებულება. შეხვედრაზე ახალგაზრდებს თავიანთი მოსაზრებები ბათუმის #16 სკოლის დირექტორმა თამთა კვარაცხელიამ და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტმა ლევან კუტუბიძემ გააცნეს. მათი დაკვირვებით, ახალგაზრდების ნაწილი საზოგადობერივი მნიშვნელობის პასუხისმგებლობებს გაურბის, ნაწილი კი ამ ტიპის აქტივობებში პოლიტიკური კარიერის დასაწყებად ერთვება. სამოქალაქო ღირებულებების უანგაროდ დამოკიდებულების ფორმირება კი, მათი შეფასებით, ოჯახიდან და სკოლიდან უნდა დაიწყოს, რათა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში მას ჯანსაღი განვითარება მოჰყვეს. სტუდენტებმა განიხილეს ის პრობლემებები, რომელიც ახალგაზრდებს ხელს უშლის სამოქალაქო კუთხით აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მათი აზრით, ერთ-ერთი მნიშნველოვანი პრობლემა ამ მიმართულებით არის გავრცელებული სპტერეოტიპები, რომელთა გავლენა დღემდე დიდია. დისკუსიის მონაწილეები მსჯელობის შედეგად მივიდნენ იმ აზრამდე, რომ აუცილებელია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობის მიმართულებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)