en
ge

ბიოლის ფონდის ახალი ინიციატივა ქართული მუნიციპალიტეტებისთვის

თბილისი. 1 დეკემბერს, საკრებულოში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გამართა. კერძოდ, ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო სთავაზობს ქართულ მუნიციპალიტეტებს, განიხილონ ქუჩებისა და მოედნებისთვის გენდერულად სენსიტიური სახელდების პოლიტიკის შემუშავება. ფონდი სთავაზობს, რომ სხვა ევროპული მუნიციპალიტეტების მსგავსად, ქუჩებისთვის/მოედნებისთვის სახელის დარქმევის დროს გათვალისწინებული იქნას/უპირატესობა მიენიჭოს იმ ქალების სახელებს, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, მაგრამ საზოგადოებაში ფაქტიურად დავიწყებულები არიან. ბიოლის ფონდს მოკვლეული აქვს 50 ქალის ბიოგრაფია, მათი საცხოვრებელი/მუშაობის ადგილი, რაც ამ ინიციატივის საფუძველს წარმოადგენს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)