კახეთი. ,,სამოქალაქო განათლების პროგრამამ", თელავში, ახალი სამწლიანი პროექტის - „მომავლის თაობა" პრეზენტაცია გამართა.
პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, მანანა ყუბანეიშვილის თქმით, პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების პედაგოგოგების პროფესიული ზრდა და სკოლებში ძლიერი სამოქალაქო კლუბების ჩამოყალიბება:
„ახალი პროგრამის მიზანია, სკოლებში ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების მიღებას, რისთვისაც პედაგოგებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. ახალგაზრდებში კი გვინდა, რომ ამაღლდეს მოტივაცია რათა დაეხმარონ თემებს არსებული პრობლემების გამოკვეთასა და მოგვარებაში".
პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შატატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.