en
ge

ახალგაზრდა მწვანეების განცხადება

თბილისი. ახალგაზრდა მწვანეები განცხადებას ავრცელებენ. „თბილისში კვლავ უამრავი ადამიანი/თუ ჯგუფია, რომელიც განსაკუთრებით მოწყვლადია სიღარიბისა და სტრუქტურული ჩაგვრის მიმართ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებს საზოგადოების გულგრილობასთან ერთად ახლა უკვე სიცივესთან გამკლავებაც უწევთ.
გვსურს გთხოვოთ, სახლში ზედმეტი ტანისამოსი თუ მოგეპოვებათ, რომელიც მოზარდსა და ახალგაზრდებს გაათბობს, მოგვაწოდოთ „ახალგაზრდა მწვანეების" ოფისში - შანიძის 14 ნომერში. ტანსაცმლის დახარისხების შემდეგ, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების სერვისის მიმწოდებელი მობილური ჯგუფი დაგვეხმარება ტანსაცმლის უშუალო ადრესატამდე მიტანაში.  უკეთესი კოორდინაციისთვის, ტანსაცმლის ოფისში მოტანამდე მოგვწერეთ info@younggreens.ge”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)