en
ge

პროექტის შედეგების პრეზენტაცია

აჭარა. 2 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში, სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჭიროებების ადვოკატირებას ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი", ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებდა. მეტყველების თერაპევტების ცოდნის ამაღლების კუთხით ორგანიზაციამ ტრენინგ-კურსები ჩაატარა. პრეზენტაციაზე პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წელიდან ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამის დაწყებას გეგმავს, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. ბათუმის მერია კი მომდევნო წლიდან სმენადაქვეითებულთათვის ბავშვთა რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამის განხორციელებას აპირებს. ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდის" ინფორმაციით, დღეისათვის აჭარაში 140 არასრულწლოვანი სმენადაქვეითებულია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023