en
ge

ადამიანის უფლებებს ახალგაზრდები დაიცავენ

სამცხე–ჯავახეთი. ,,ახალგაზრდა უფლებადამცველები"  – ასე ჰქვია 12 წევრიან ჯგუფს, რომელიც ასოციაცია ,,ტოლერანტის" ბაზაზე  ჩამოყალიბდა. მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ჯგუფის წევრებმა საზოგადოებას თავიანთი მიზნები და ამოცანები გააცნეს.
ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ  ჯგუფის შექმნის მიზანს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის გამოვლენა და დაცვა, ასევე, საზოგადოების სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ახალგაზრდა უფლებადამცველების თქმით, მათ პირველი კვლევა სწორედ ადამიანის უფლებების შესახებ ჩაატარეს. მათივე ინფორმაციით, 100 გამოკითხული მოქალაქიდან 82 –ს მიაჩნია, რომ მათი უფლებები არ ირღვევა, რაც ადამიანის უფლებების შესახებ მათი ინფორმირებულობის არასაკმარის დონეზე  მიუთითებს.
მათივე თქმით, ისინი მოსახლეობას უსასყიდლოდ დაეხმარებიან და კონფიდენციალობა დაცული იქნება.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)