en
ge

სწავლების კურსი „ზამთრის სკოლაში“

სამცხე–ჯავახეთი. პროექტის - „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" - მონაწილეები, სამოქალაქო აქტივიზმის ზამთრის სკოლაში, ერთკვირიან სწავლების კურსს გადიან, ზამთრის სკოლის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეარჩიეს. მათ საშუალება ეძლევათ გაიარონ ტრენინგები თემებზე: სამოქალაქო ინტერესების დაცვა, მისი ჩატარების გზები, დაგეგმარება და ბიუჯეტირება, ასევე სტრატეგიული კომუნიკაცია, მოტივირება, დარწმუნების ხერხები და გუნდური მუშაობა.ზამთრის სკოლა 1 დეკემბერს დაიწყო და 7 დეკემბერს დასრულდება.პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია. მისი პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში კი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირია".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023