en
ge

სახალხო დამცველის განცხადება

თბილისი. სახალხო დამცველმა თბილისში, ყოფილი ისნის სამხედრო ჰოსპიტლის შენობის გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს „თბილისის მერიასა და თბილისის ისნის რაიონის გამგეობას, კოორდინირებულად შეისწავლონ ზემოაღნიშნულ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების უსახლკარობის ფაქტი და გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მათთვის სათანადო დახმარების გაწევის მიზნით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, გააგრძელოს მოლაპარაკებები იმ დევნილ ოჯახებთან, რომლებიც ამ ეტაპზე უარს აცხადებენ შენობის დატოვებაზე, რათა შენობის გათავისუფლების პროცესი მშვიდობიან და კანონისმიერ ფარგლებში იყოს მოქცეული. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მოცემული მომენტისათვის იმყოფებიან ყოფილი ისნის სამხედრო ჰოსპიტლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და აკვირდებიან შენობის გამოთავისუფლების პროცესს".
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)