კახეთი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა თელავში შეხვედრა გამართა. შეხვედრას სოფელ გულგულას, ფშაველის,
კისისხევის და ნაფარეულის სათემო ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სათემო ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარ სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი
გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ორგანიზაციის თელავის
ფილიალის ხელმძღვანელის, ლევან როსტომაშვილის თქმით, აღნიშნული სახის შეხვედრებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საქართველოში ყოველი წლის დასასრულს ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე მართავს, რათა სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ბიუჯეტიდან საჭირო თანხა მიიღონ:
,,რეკომენდაციებს ვაძლევთ
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, როგორ უნდა მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა.
გასულ წელსაც გვქონდა ასეთი შეხვედრა სანამ ბიუჯეტი დამტკიცდებოდა და მთელი წლის
განმავლობაში მონიტორინგს ვუწევდით როგორ სრულდებოდა რეკომენდაციები. წელსაც ვაპირებთ
აქტიურად მუშაობას და იმედი გაქვს, ჩვენი ახალი რეკომენდაციები ბიუჯეტში გათვალისწინებული
იქნება".