ქვემო ქართლი. 9 დეკემბერს, რუსთავში სიქას ორგანიზებით პროგრამა - „მომავლის თაობის" - საზეიმო გახსნა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ პროგრამაში ჩართული სკოლების დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე პროგრამის კოორდინატორმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამის შესახებ, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში