en
ge

გაეროს მოდელირებული სხდომა ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთი. 9 დეკემბერს, ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის" საკონფერენციო დარბაზში გაეროს მოდელირებული სხდომა გაიმართა. განხილვის საგანი იყო გენდერული უთანასწორობისა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ახალგაზრდებმა, რომლებიც მოდელირებულ სხდომაში მონაწილეობდნენ, 20–მდე ქვეყნის წარმომადგენლის ფუნქცია შეასრულეს და საკუთარი ხედვები გაუზიარეს ერთმანეთს. შეხვედრის მიზანს  ახალგაზრდებში დიპოლმატიური პასუხისმგებლბის გაცნობერება წარმოადგენს. მოდელირებული სხდომა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული პროექტი საქართველოს 13 ქალაქში მიმდინარეობს. თითოეულ მათგანში  4  დელეგატი შეირჩევა. ისინი შემდეგ მონაწილეობას ეროვნულ მოდელირებულ სხდომაში  მიიღებენ, რომელიც თბილისში გაიმართება. საბოლოოდ კი საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო დიპოლმატი გამოვლინდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)