en
ge

დებატები ახალგაზრდებსა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს შორის

შიდა ქართლი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" რამდენიმე აქტივობით გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დღეს. ორგანიზაციის პროექტის – „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" – ფარგლებში გორის თემის 4 სამიზნე სკოლაში შექმნილმა კლუბებმა სხვადასხვა ღონისძიებები გამართეს. კერძოდ: 10 დეკემბერს ხიდისთავის საჯარო სკოლაში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება შრომით უფლებებზე, რომლის დასრულების შემდგომ გაიმართა მისი განხილვა. მეჯვრისხვეის და შავშვების საჯარო სკოლებში ჩატარდა აქცია - ბავშვებმა მოცემულ თემაზე დახატეს სურათები, მოამზადეს პოსტერები და ლოზუნგები. აქციის ბოლოს გაიმართა დებატები ბავშვებსა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს შორის ხოლო ტირძნისის საჯარო სკოლაში მოხდა ადამიანის უფლებებზე სოციალური ვიდეორგოლების განხილვა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)