en
ge

ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო აქცია

შიდა ქართლი. 10 დეკემბერს „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან" არსებულმა გორის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ორგანიზაციის მოხალისეებმა აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ თედოწმინდაში და გორში, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ბუკლეტები დაარიგეს. ბუკლეტებში მითითებული იყო ინფორმაცია თუ სად უნდა მიაკითხონ უფლებების დარღვევის დროს, რას ნიშნავს უფლებების დარღვევა და როგორ უნდა დაიცვან თავი. ასევე დაარიგეს ბეჭდვითი მასალა, რომელშიც მიწოდებული იყო ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო პუნქტების შესახებ და ინფორმაცია ლეგალურ და არალეგალურ ემიგრაციაზე.
აქტივობა გაიმართა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)