en
ge

სიღნაღში საქართველო-ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კახეთი. 11 დეკემბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროსა და ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ორგანიზებით სიღნაღში შეხვედრა გაიმართა.
იგი პროექტის - „ახალგაზრდული პარტნიორობა-მომავლის პერსპექტივა" - ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ითვალისწინებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მათი ცოდნისა და ცნობიერების დონის ამაღლებას ევროკავშირის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში. მოსწავლეებს გადაეცათ გზამკვლევი - „ევროკავშირი და საქართველო".
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების - ნიდერლანდების მრავალპარიული დემოკრატიის ინსტიტუტისა (MIND) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის მხარდაჭერით.
პროექტი ითვალისწინებს ინტერნეტ რადიოს დაფუძნებას, ტელეგადაცემებისა და ბროშურების მომზადებას ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირის თემატიკაზე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)