en
ge

საკრებულოში ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა დასრულდა

აჭარა. 11 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოში ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამის ოფიციალური დახურვისა და საკონკურსო პროექტების წარდგენის პრეზენტაცია გაიმართა. საკრებულოს წევრებმა საუკეთესო პროექტის გამარჯვებულები გამოავლინეს და სპეციალური სერთიფიკატები გადასცეს. ახალგაზრდებს ხუთი პროექტი: „შშმ პირთა საჭიროებების კვლევა" „ბოძკინტები ბათუმის ქუჩებში და ველო ტრასებზე", „სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახთა წევრი აღსაზრდელების ვაუჩერიზაცია კერძო ბაღებში", „ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა" და „მწვანე ბათუმი" – ჰქონდათ წარმოდგენილი. საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, 15 ხმით ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სტაჟიორებმა პროექტით „შშმ პირთა საჭიროებების კვლევის" გაიმარჯვეს. საკრებულოს დარგობრივ კომისიებში სტაჟირებას ექვსი თვის განმავლობაში 25 ახალგაზრდა გადიოდა, კომისიის თავმჯდომარეები კი მათი უშუალო კოორდინატორები იყვნენ. ბათუმის საკრებულო, არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირ „პროგრესთან" ერთად, ქალაქის თვითმმართველობაში ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამას ორი წელია ახორციელებს, რომლის მიზანიც საკრებულოს დარგობრივი კომისიებისა და მერიის შესაბამის სამსახურების საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ცნობიერების გაზრდაა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)