კახეთი.6 ნოემბერს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის
ინსტიტუტმა (EWMI G-PAC) ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
საუბარი
შეეხო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გავლენას სამოქალაქო საზოგადოების როლზე
საქართველოში.
შეხვედრის
მონაწილე ერთ–ერთი არასამთავრობო ორიგანიზაციის ,,მედია ცენტრი კახეთის" წარმომადგენლის,
მაკა ხაზიურის განცხადებით ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამოქალაქო საზოგადოებაზე
განსაკუთრებულად იმოქმედა, გაიზარდა მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში:
,,არასამთავრობო სექტორი აგრძელებს აქტიურ მუშაობას რათა საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს საკუთარი როლი სამოქალაქო
საზოგადოების მშნებლობაში".