en
ge

არასამთავრობოების განცხადება

თბილისი. მედიის განვითარების ფონდი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა განცხადებას ავრცელებენ. „შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალას უკავშირდება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თავის მხრივ, მოიკვლიოს როგორც მუქარის შემთხვევა, ასევე შეისწავლოს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ფაქტი; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს "სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის აღკვეთა და პრევენცია", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: tdigeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)