ქვემო ქართლი. 16 დეკემბერს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგზე მერიის თანამშრომლები გაეცნენ თვითმმართველობის როლს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებში, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენციის (UN CRPD) ძირითად პრინციპებს და მის გამოყენების მექანიზმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირისა და ფონდს ,,ღია საზოგადოება საქართველოს" პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებისა და შესაძლებლობის მხარდაჭერა, თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად" - ფარგლებში, რომელსაც PHR ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და ,,ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" ერთად.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში