კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI" -ს ორგანიზებითა და ინიციატივით, სოფელ მანავსა და კაკაბეთში ადრეული ქორწინების შესახებ საინფორმაციო დისკუსია გაიმართა.
დისკუსიის დროს დამსწრე ახალგაზრდებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე როგორიცაა გენდერი, გენდერული თანასწორობა, გენდერისა და სქესის განსხვავება, ადრეული ქორწინების პრობლემა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვა.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა სოფლების სხვადასხვა უბნებსა და სკოლებში გააკრეს სტიკერები, რომლებზეც გამოსახული იყო სხვადასხვა მოწოდება, მათ შორის: „ბავშვზე დედამ და მამამ თანაბრად უნდა იზრუნოს," ,,ადრეული ქორწინება ვნებს ქალის ჯანმრთელობას", „ძალადობას არავინ იმსახურებს", ,,იყო ჯანმრთელი ნიშნავს იცოდე მეტი ჯანმრთელი სქესობრივი ცხოვრების შესახებ".
შეხვედრაზე მონაწილეებს დაურიგდათ ინფორმაციული ბროშურები სხვადასხვა თემაზე.