en
ge

ახალგაზრდრები გორის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

შიდა ქართლი. ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და მათ წინაშე დააყენეს ის პრობლემები, რაც თავად გამოკვეთეს სოფლებში. ნაგავსაყრელის არარსებობა სოფლებში, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის საჭიროება და სასმელი წყლის პრობლემა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც ახალგაზრდებმა გაამახვილეს ყურადღება ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას. მათ ერთად იმსჯელეს გამოკვეთილ პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, ასევე იმ ერთობლივ აქტივობებზე, სადაც ახალგაზრდული თვითმართველობის წევრებიც ჩაერთვებიან.
შეხვედები მოეწყო პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსი" ახორციელებს European Endowment For Democracy-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად...
წყარო: ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი – ქართლოსი"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)