en
ge

ცვლილებები ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში

თბილისი. 21 დეკემბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება გაიმართა. საერთო კრებაზე ეთიკის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს: თაზო კუპრეიშვილი (ტელეკომპანია „რუსთავი 2"), მაია მეცხვარიშვილი („ნეტგაზეთი") და ჯაბა ანანიძე („ტელეარხი 25"). ქარტიის საბჭოს წესდების მიხედვით, ქარტიის საბჭო დატოვეს ნათია კუპრაშვილმა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ და ქარტიის საბჭოს ორმა წევრმა – ნათია როყვამ და დავით მჭედლიძემ; ვინაიდან მათ საბჭოს წევრობის სამწლიანი ვადა დღეს გაუვიდათ. ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ კი არჩეულ იქნა საბჭოს წევრი ნინო ზურიაშვილი.
21 დეკემბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა. თარიღთან დაკავშირებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ქარტიის პრიზი" დააწესა. წელს პირველად „ქარტიის პრიზი" ოთხ ჟურნალისტს გადაეცა.
სრულად...
წყარო: 17maisi.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)