en
ge

პროექტის პრეზენტაცია- თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის

 თბილისი. 19 დეკემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა ახალი პროექტის – თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში – პრეზენტაცია.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდას. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება 2014 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ისაუბრეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ქეთევან ვაშაკიძემ და ფონდის პროგრამის მენეჯერმა, ბატონმა ვიქტორ ბარამიამ. პროექტის მნიშვნელობაზე აგრეთვე ისაუბრა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა ბორის იაროშევიჩმა. მომხსენებელთა გამოსვლა გაგრძელდა დისკუსიით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)