en
ge

გამჭვირვალობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა პრემირების შესახებ

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს სამართლებრივ ანალიზს მუნიციპალიტეტებში არსებული პრემიების წესის შესახებ. მანამდე ორგანიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ამავე საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას აქვეყნებს. „16 დეკემბერს გამართულ სხდომაზე თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მთავრობის კანცელარიის ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, პრემიების გაცემის მანამდე სამაგალითო წესში ცვლილებები შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ცვლილებას მხარი დაუჭირეს საკრებულოს როგორც უმრავლესობის, ისე – უმცირესობის წარმომადგენელმა წევრებმა. ... ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი ქვეყანაში ძალიან ნელა მიმდინარეობს, მთავრობა უხეშად ერევა მუნიციპალიტეტების საქმიანობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთ ექსკლუზიურ უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)