en
ge

ტრენინგი შშმ პირების მშობლებისთვის

თბილისი. 23 დეკემბერს ორგანიზაციამ „პარტნირობა ადამიანის უფლებებისთვის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებისთვის ჩაატარა ტრენინგი.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ, საერთაშორისო და ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის 2014-2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმართველობის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებს, ადგილობრივი თვითმართველობის როლს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებში, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის (UN CRPD) ძირითად პრინციპებს და მის გამოყენების მექანიზმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ტრენინგი ხორციელდება ევროკავშირისა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერა,თვითმართველობის ორგანოების მუშაობაში და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად" ფარგლებში, რომელსაც PHR ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” ერთად.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023