en
ge

შეხვედრა გორის მერთან

შიდა ქართლი. საზოგადოება „ბილიკის" ორგანიზებით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ბერშუეთის, სვენეთი, გარეჯვრის და ძევერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მოსწავლეებმა მერს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს. მოსწავლეების ძირითადი ინტერესი მერის ფუნქციებს, მის სამუშაო გრაფიკს, სამომავლო პროექტებს ეხებოდა. გორის მერმა ისაუბრა ასევე 2015 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებაც. მან მოსწავლეებს მიაწოდა მოკლე ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველი ორგანოების შესახებ, ასევე განმარტა უკანასკნელი არჩევნების პროცესი და მის შემდგომ არსებული ვითარება.
მერმა მოსწავლეებთან შეხვედრაზე რამდენიმე სიახლეზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ახალ წელს, გორის ცენტრში საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა და ამასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებით ადგილობრივებს საახალწლო განწყობას შეუქნიან.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „ბილიკი", რომელიც პროგრამის „მომავლის თაობის" პატნიორი არასამთავრობო ორგანიზაციაა შიდა ქართლის რეგიონში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)