en
ge

სახალხო დამცველმა ჟურნალისტები დააჯილდოვა

თბილისი. 25 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა კონკურსის – „ჟურნალისტები ქალთა უფლებებისთვის" - გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი წილად ხვდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს სტატიისათვის - „ძალადობა, როგორც კულტურის ნაწილი"; მეორე ადგილზე გავიდა ია მერკვილაძე ბლოგისთვის „უფულოები და უოთახოები" – ნეტგაზეთი და მესამე ადგილი ჟურნალ ლიბერალის ჟურნალისტებმა სოფო აფციაურმა და თათია ხალიანმა მიიღეს სტატიისთვის „ქალები ძალადობის უწყვეტ ციკლში".
კონკურსის მიზანი იყო ქართულ მედიაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება; გენდერული პრობლემების გასაშუქებლად ჟურნალისტთა წახალისება; გენდერულ საკითხებზე სიუჟეტის მომზადებისას/წერისას ეთიკური სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)