en
ge

IDFI განცხადებას ავრცელებს

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა განცხადება გაავრცელა. ორანიზაცია „აჯამებს გიორგი კლდიაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს".
„12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი… ორი დღის განმავლობაში გიორგი კლდიაშვილის უკანონო დაკავება, საქმის სისხლის სამართლებრივი და არა ადმინისტრაციული წარმოება, მინიშნება გიორგი კლდიაშვილისა და მისი ორგანიზაციის სამოქალაქო აქტივიზმზე, - ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მოქმედება მიზნად ისახავდა გიორგი კლდიაშვილის დაშინებას და მასზე ზემოქმედებას. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ეს განხორციელებული ქმედებები შეიძლება მიჩნეულ იქნას სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფის საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მცდელობად, რომელსაც IDFI მიეკუთვნება. IDFI გააგრძელებს გიორგი კლდიაშვილის საქმის მსვლელობაზე დაკვირვებას და მომავალშიც შემოგთავაზებთ განახლებულ ინფორმაციას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)