en
ge

,,ქართლოსის“ ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება

შიდა ქართლი. ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის" პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში" მონაწილეთათვის გრძელდება ტრენინგების ციკლი. პროექტში ჩართული გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფის წევრები ამჯერად ჟურნალისტის და ეფექტური პრეზენტაციის უნარების ტრენინგს დაესწრნენ.
ჟურნალისტის უნარების ნაწილში ახალგაზრდები გაეცნენ შემდეგ საკითხებს: საგაზეთო სტატიის დაგეგმვა და მომზადება, პრობლემის გაშუქება, ურთიერთობა წყაროებთან, ინტერვიუს წარმართვა, კითხვის დასმის ტექნიკა და სხვა.
ტრენინგის შემდეგ ახალგაზრდები მათ დასახლებებში არსებულ პრობლემებზე და აქტუალურ თემებზე მოამზადებენ სტატიებს, რომლებიც ჟურნალ ,,ქართლოსში" დაიბეჭდება.
ეფექტური პრეზენტაციის ტრენინგზე ახალგაზრდები გაეცნენ პრეზენტაციის მომზადება-დაგეგმვის ეტაპებს, რესურსების გონივრულად გამოყენების უნარებს, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებს, სტრესის თავიდან აცილების ტექნიკებს და სხვა.
პროექტის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება ტრენინგები სხვადასხვა საკითხებზე.
პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში" ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსი" ახორციელებს European Endowment For Democracy-ის ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)