en
ge

ომბუდსმენის წინადადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტის შესახებ.
„სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის შემოთავაზებულ ცვლილებას, რომლის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებების: ჩხრეკისა და ამოღების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებისას გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება.
.... მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი აუცილებლობისას საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლით (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის შემთხვევაში არსებობდეს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება ჩხრეკის ან ამოღების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარების საფუძველი, მიზანი და აუცილებლობა. წერილობითი და დასაბუთებული დადგენილების გამოტანა აუცილებელია, რათა სასამართლომ შეაფასოს, რამდენად არსებობდა კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა. სასამართლოს გარდა, აუცილებელია, აღნიშნულის შეფასების და გასაჩივრების შესაძლებლობა მიეცეს თავად იმ პირს, რომლის მიმართაც ტარდება ეს მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარებისათვის აუცილებელი გარემოებები. ...", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)